Thursday, July 6, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან საინტერესო დღე იყო,გვქონდა პრეზენტაციის დღე. თითოეულმა პედაგოგმა წარმოვადგინეთ ჩვენი ნაშრომი. მოვისმინეთ საპირისპირო აზრები და დავინახეთ ჩვენი პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები როგორც შინაარსობრივად ასევე ტექნიკურადაც. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლალის იმ სითბოსა და გულისხმიერებისთვის,რასაც იჩენდა თითოეული ჩვენთაგანის მიმართ მთელი ტრენინგის მანძილზე.

Tuesday, July 4, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე,როგორც ყველა სხვა დანარჩენი ძალიან საინტერესო იყო.წარმოვადგინეთ საშინაო დავალება მოსწავლის ნიმუში,მივიღეთ რეკომენდაციები ტრენერისაგან. ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა,დავიწყეთ სასწავლო პროცედურების შევსება.მივიღეთ დავალება მოვამზადოთ პროექტის პრეზენტაცია.მადლობა ქალბატონ ლალის ნაყოფიერი სამუშაო დღისთვის.

საავტორო უფლებების ქაოსი

Saturday, July 1, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო.დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.ვისწავლეთ სურათების ატვირთვა და პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოკზე.მივიღეთ საშინაო დავალება.

Sunday, June 25, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

მე-5 დღე საკმაოდ დატვირთული იყო. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება,გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს და შეფასების სტრატეგიებს,დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.მივიღეთ საშინაო დავალება.მადლობა ქალბატონ ლალის.

Sunday, June 18, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

შევაჯამეთ და ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები, შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან,ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


ზოგადი კითხვა
  1. როგორ გავხდე უფრო ძლიერი

თემატური კითხვები

  1. რა აუცილებელი ფაქტორებია საჭირო, რომ მეწარმე გავიდეს მოგებაზე
  2. როგორ ეხმარება მონაცემების ვიზუალიზაცია გადაწყვეტილების მიღებაში
შინაარსობრივი კითხვები
  1. როგორ ჩაიწერება წრფივი ფუნქცია
  2. მონაცემთა ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის რომელ ხერხებს იცნობთ

Tuesday, June 13, 2017

მესამე დღის რეფლექსია

განვიხილეთ პროექტის იდეები, მივიღეთ მითითებები, შევეხეთ სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარებს. ვიმუშავეთ პროექტის მიზნებზე, მივიღეთ დავალება პროექტის მიზნების დახვეწაზე.

პროექტის მიზნები

მოსწავლეები წრფივი ფუნქციის თვისებების შესწავლის შემდეგ შეძლებენ:  

  • მონაცემების მოძიებას ავეჯის დამამზადებელი საწარმოდან და ამ მონაცემებზე დაყრდნობით დასმული პრაქტიკული ამოცანის მათემატიკური მოდელის ჩამოყალიბებას.
  • ჩაატარებენ სათანადო მათემატიკურ გამოთვლებს,გააკეთებენ ანალიზს,შეაფასებენ და შეარჩევენ ხელსაყრელ ოპტიმალურ ვარიანტს.
  • გააკეთებენ დასკვნას, თუ რაზე უნდა გააკეთოს მეწარმემ აქცენტი, რომ მოგება ჰქონდეს მაქსიმალური.
  • შერჩეული აუდიტორიისთვის წარმოადგენენ პრეზენტაციას.

სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები


მათ.X.6.  მოსწავლეს შეუძლია ფუნქციის თვისებების კვლევა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების შესასწავლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღმწერი ფუნქციისათვის (მათ შორის რეალურ ვითარებაში) ასახელებს ფუნქციის ტიპს (წრფივი, მოდულის შემცველი, კვადრატული, უკუპროპორციული დამოკიდებულების ამ ფუნქციის გამოსახვის ხერხისაგან დამოუკიდებლად;
  • ცვლის ფუნქციის პარამეტრებს და ახდენს ამ ცვლილების შედეგის ინტერპრეტირებას იმ პროცესის კონტექსტში, რომელიც ამ ფუნქციით აღიწერება 
  • ადარებს ორ ფუნქციას, რომლებიც რეალურ პროცესს გამოსახავს (პოულობს იმ სიმრავლეს სადაც ერთი ფუნქცია მეტია/ნაკლებია მეორე ფუნქციაზე, ტოლია მეორე ფუნქციის) და ახდენს შედარების შედეგის ინტერპრეტაციას კონტექსტთან მიმართებაში.


 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები


●     შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.

●     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;

●      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.

●      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;

Sunday, June 11, 2017

პროექტის იდეა

ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა,რომლის წინაშეც 21 საუკუნეში ვდგავართ არის ის, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება მიაღწიონ საკუთარი რეალიზების მაქსიმალურ დონეს.ჩვენ ვცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკის ეპოქაში,სადაც ყველა პიროვნებას  შეუძლია წამოიწყოს საბაზრო საქმიანობა,დააფუძნოს საწარმო,გახდეს ბიზმესმენი.პიროვნება თვითონ გეგმავს როგორ გახადოს თავისი საწარმო მომგებიანი.წარმატებისათვის აუცილებელია სწორად დაგეგმვა, ოპტიმალური ვარიანტის წინასწარი შერჩევა,გათვლილი მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურ მოგებაზე.ამის საშუალებას იძლევა მათემატიკის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა.მოსწავლეები ინფორმაციის მოძიების მიზნით სტუმრობენ ახმეტაში ავეჯის დამამზადებელ საწარმოს,იღებენ შესაბამის მონაცემებს და ოპტიმიზაციის ამოცანების დახმარებით არკვევენ როგორ შეიძლება დაიგეგმოს სამუშაო ისე რომ მომგებიანი გახდეს. ადგენენ განტოლებებს, ცხრილს, გრაფიკს და მიღებული შედეგების მიხედვით შეარჩევენ ხელსაყრელ ,ოპტიმალურ ვარიანტს,წარმოადგენენ პრეზენტაციას.

Sunday, June 4, 2017

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის დასაწყისში ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის იდეები,მივიღეთ ამომწურავი უკუკავშირი ტრენერისგან. ვისწავლე ვირტუალურ დისკზე საქაღალდის შექმნა და ფაილების ატვირთვა
.მივიღეთ დავალება.ტრენინგის დღემ საინტერესოდ ჩაიარა.კმაყოფილი ვარ.

Monday, May 29, 2017

ინტელის ტრენინგები დაიწყო,მე დიდი იმედი მაქვს დავძლევ ტექნოლოგიურ ბარიერს და გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში ინტელის ტრენინგზე მიღებულ ცოდნას.