ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა,რომლის წინაშეც 21 საუკუნეში ვდგავართ არის ის, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება მიაღწიონ საკუთარი რეალიზების მაქსიმალურ დონეს.ჩვენ ვცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკის ეპოქაში,სადაც ყველა პიროვნებას შეუძლია წამოიწყოს საბაზრო საქმიანობა,დააფუძნოს საწარმო,გახდეს ბიზმესმენი.პიროვნება თვითონ გეგმავს როგორ გახადოს თავისი საწარმო მომგებიანი.წარმატებისათვის აუცილებელია სწორად დაგეგმვა, ოპტიმალური ვარიანტის წინასწარი შერჩევა,გათვლილი მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურ მოგებაზე.ამის საშუალებას იძლევა მათემატიკის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა.მოსწავლეები ინფორმაციის მოძიების მიზნით სტუმრობენ ახმეტაში ავეჯის დამამზადებელ საწარმოს,იღებენ შესაბამის მონაცემებს და ოპტიმიზაციის ამოცანების დახმარებით არკვევენ როგორ შეიძლება დაიგეგმოს სამუშაო ისე რომ მომგებიანი გახდეს. ადგენენ განტოლებებს, ცხრილს, გრაფიკს და მიღებული შედეგების მიხედვით შეარჩევენ ხელსაყრელ ,ოპტიმალურ ვარიანტს,წარმოადგენენ პრეზენტაციას.
No comments:
Post a Comment